პარლამენტმა ჩხობაძის კანდიდარუტა ჩააგდო
(თბილისი, 22 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პარლამენტმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის პოსტზე წარდგენილი ნინო ჩხობაძის კანდიდატურა არ დაამტკიცა. მის წინააღმდეგ 119 დეპუტატმა მისცა ხმა და მხოლოდ 59 იყო მომხრე. ნინო ჩხობაძე ძველი მინისრების კატეგორიას მიეკუთვნება, იგი პრეზიდენტმა 1 ნოემბრის სახალხო მღელვაერების შედეგად მთავრობის მთლიანად დათხოვნის დროს გადააყენა. მისი კანდიდატურის ჩავარდნას საპარლამენტო კულუარებში თავიდანვე წინასწარმეტყველებდნენ. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მინისტრობის 7 განხილული კანდიდატიდან მხოლოდ ნონო ჩხობაძეს არ დაუჭირა მხარი.
This post is also available in: English (ინგლისური)