საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხ დააყენებს
(თბილისი, 23 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) -დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრება. საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დ.ს.თ.-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, სადაც ძირითადი განსახილველი საკითხი ტერორიზმთან ბრძოლა იქნება. საქართველოს დელეგაცია ასამბლეაზე ასევე, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დ.ს.თ.-ის ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხის დაყენებას აპირებს. 12 ოქტომბერს, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში ყოფნა მიზანშეუწონლად არის მიჩნეული.
This post is also available in: English (ინგლისური)