“ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოებში ფრაქციების შექმნას იწყბეს
(თბილისი. 7 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქისთვის” შიქმნა. ფრაქცია დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული “ახალი ნაციონალური მოძრაობის” დასაყრდენს წარმოადგენს. ფრაქციის ძირითადად კორუფციისა და დედაქალაქში უკანონო მშენებლობების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. “ახალი ნაციონალური მოძრაბის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით უკვე მთელი საქართველოს მაშტაბით დაიწყო კონსულტაციები რათა ამგვარი ფრაქციები ყველა საკრებულოში ჩამოყალიბდეს. რამოდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მოძრაობას უახლოეს მომავალში ფრაქციის სახით პარლამენტშიც ეყოლება დასაყრდენი, რომელშიც რეფორმატორთა გუნდის წევრები გაერთიანდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)