შევარდნაძე: სანაიას მკვლელობის არანიარი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება

ორშაბათის ბრიფინგზე, პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა ვერსიებიც. მისი თქმით შესაძლოა მკვლელობა სულაც არ მომხდარიყო უბრალო შელაპარაკების ნიადაგზე, როგორც გამოძიება ვარაუდობს.

6 დეკემბერს შევარდნაძემ ამ მოსაზრების გამომრიცხავი ვარაუდი გამოთქვა და განცხადა, რომ სანაიას მკვლელობა არ გავს პოლიტიკურ მოტივებზე ჩადენილ დანაშაულს.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით ნაადრევია გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადება. იგი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა საბოლოოდ გაიხსნება.

მკვლოლობაში ეჭვმიტანილი გრიგოლ ხურცილავა 5 დეკემბერს დააკავეს. მან გამოძიებას აღიარებით ჩვენება იმავე დღეს მისცა მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური)