თურქეთი ქართველ მესაზღვრეებს დაეხმარებიან
(თბილისი. 11 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ჩხეიძე თურქეთში იმყოფება, სადაც ამ ქვეყნის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებთან მართავს შეხვედრებს. შეხვედრებისას განიხილება თურქეთის მხრიდან დახმარების გაწევის საკითხები. დახმარება ითვალისწინებს, როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე ქართველი მესაზღვრეების თურქეთში კვალიფიკაციების ამაღლებას.
This post is also available in: English (ინგლისური)