რადიაციის წყაროს გამოკვლევა ვერ ხერხდება ცუდი ამინდის გამო
(თბილისი. 7 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – ატომოური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) წარმომადგენლები. მძიმე კლიმატური პირობების გამო. ვერ ახერხებენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიასთან აღმოჩენილი რადიაციის წყაროს გამოკვლევას. აესს-ის სამი ექსპერტი საქართველოში 5 ნოემბერს ჩამოვიდა. რადიაციის წყარო სავარაუდოდ სტრონციუმ 90-ია. რამოდენიმე კვირის წინ სამმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა რადიაციული დასხივება მიიღო. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. 6 იანვარს, სოფელ ლიას მოსახლეობას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე შეხვდა, რომელმაც პანიკაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ამუქრებათ.
This post is also available in: English (ინგლისური)