გამტაცებლებთან მოლაპარაკება აიკრძალა
(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს კრიმინალებთან მოლაპარაკებას უკრძალავს. ბრძანებულება ასევე კრძალავს გატაცებული ადამიანების განთავისუფლების მიზნით გამოსასყიდის გადახდას. ამჟამად პანკისის ხეობაში კრიმინალებს ორი პიროვნება ყავთ გატაცებული. ერთ-ერთი მათგანის, ბერი ბასილ მაჩიტაძის განთავისუფლებისთვის გამტაცებლები ერთ მილიონ ა.შ.შ. დოლარს ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)