სამშვიდობოების მანდატის თაობაზე საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას მართავს

(თბილისი, 23 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 23 იანვრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი აფხაზეთში მყოფი სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის თაობაზე მოილაპარაკებენ.

პრეზიდენტის განცხადებით რუსეთის სამშვიდობო ჯარები აფხაზეთის სიღრმეში მდინარე ღალიძგამდე უნდა გადაადგილდნენ. 

“იმ შემთხვევაში თუ მხარეები სამშვიდობო მანდატის შეცვლაზე ვერ მოილაპარაკებენ, დადგება საკითხი მათ გაყვანის თაობაზე,” განაცხადა შევარდნაძემ.

რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

This post is also available in: English (ინგლისური)