კოდორის ხეობა კვლავ დაიბომბა, აცხადებს დეპუტატი
(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატმა ივერი ჭელიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ კოდორის ხეობა გუშინ ღამით ამოუცნობმა თვითმფრინავებმა კვლავ დაიბომბეს. ჭელიძის ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას და განცხადებას კომენტარს არ უკეთებს. კოდორის ხოება ერთადერთი ადგილია აფხაზეთში, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. ის უკანასკნელად ოქტომბერში დაიბომბა. ქართული მხარე აგრესორად რუსეთის ფედერაციას ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური)