შევარდნაძე სტუდენტთა პოლტიზირებას გმობს

(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოების, განსაკუთრებით კი სტუდენტთა პოლიტიზირებას ცდილობენ, რაც ყოვლად დაუშვებელია,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 6 თებერვალს გამართულ მთავრობის ხდომაზე.

“ნადირობა მიდის რომელი პოლიტკური გაერთიანება გადაიბირებს სტუდენტებს, პარტიების შეჭრა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიუღებელია,” აცხადებს ედუარდ შევარდნაძე.

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს გულისხმობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდკავშირი ადანაშაულებს სტუდენტური თვითმმართველობის ასოციაციას, რომ მისი წევრები დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ატარებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)