სხვადასხვა კონფესიები რელიგიური ექსტრემიზმის აღკვეთას მოითხოვენ
(თბილისი, 14 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ექვსი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. სომხური, ევანგელისტურ – ლუთერანული, კათილიკური, ებრაული ეკლესიებისა და კავკასიაში მაჰმადიანური რელიგიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ შევარდნაძეს თხოვნით მიმართეს, რომ საქართველოში რელიგიური დევნა აღიკვეთოს. `ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის რათა აღკვეთოთ ყველაფერი რაც კი რელიგიური ტოლერანტობის წინააღმდეგ არის მიმართული აღადგინოთ,” წერია მიმართვაში. 13 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მკალავიშვილის მოქმედებით საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ილახება.
This post is also available in: English (ინგლისური)