რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში ბინ ლადენის შესაძლო ყოფნაზე საუბრობს
(თბილისი, 16 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა 15 თებერვალს პარიზში მის ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოსამა ბილ ლადენი შესაძლოა პანკისის ხეობაში იმყოფებოდეს. ივანოვის თქმით, მას-მადიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბინ ლადენი შესაძლოა კრიმინალურ ანკლავად ქცეულ პანკისში იმყოფებოდეს. “ვინ თქვა, რომ ეს ასე არ არის?” – დასძინა მინისტრმა. საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიის თქმით, ივანოვის განცადება “ხუმრობის ტონით” არის ნათქვამი. საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილლიპ რემბლერმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გამოქცეული ტერორსტები თავს პანკისის ხეობას აფარებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)