ა.შ.შ.-ის შეიარაღებული ძალები საქართველოში?
“ა.შ.შ.-ის ორი სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა საქართველოში 21 თებერვალს, როგორც ჩანს იწყება ა.შ.შ.-ის მეთაურობით მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ახალი ეტაპი ალ-ყაიდასა და ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ,” იტყობინება ა.შ.შ.-ში არსებული სტრატეგიული პროგნოზირების ორგანიზაცია სტრატფორი 22 თებერვალს. საქართველოს თავდაცვის სამინიტროში ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ. რუსეთში ა.შ.შ.-ის ელჩმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს. “”ამერიკის მთავრობა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს, რათა მან საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების დაცვა შეძლოს”, განაცხადა დიპლომატმა.
This post is also available in: English (ინგლისური)