პანკისში ხადორის ჰიდროელექტროსადგური დაცხრილეს

(თბილისი, 25 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს პანკისის ხეობაში ხადორის ჰიდროელექტროსადგურს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.

ელექტროსადგურზე ამჟამად ჩინური კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სადგურს თავს დაესხნენ. გასულ წელს სადგურის ახლოს მდებარე ხიდი აფეთქდა.

საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, სამინისტრო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური)