რუსეთის და ამერიკის თავდაცვის მინისტრები პანკისზე საუბრობენ
(თბილისი, 2 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ რამსფელდთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი სამხედრო დახმარებისა და პანკისის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში აშშ ექსპერტები რეგიონში შექმნილ სიტუაციას შეისწავლიან, შემდეგ დაიწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვისა და წვრთნის პროგრამა. ამერიკისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები მათ ხელთ არსებული ინფორმაციის რეგულალურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)