საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მონაცემებით თებერვალის ბიუჯეტი შესრულდა

(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ლევან ძნელაძის განცხადებით, თებერვალში დაგეგმილი საშემოსავლო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა.

4 მარტის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია შემოსავლების მინისტრის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით.

ლევან ძნელაძის განცხადებით, თებერვლის თვეში სამინისტრომ შემოსავლების სახით 76.9 მილიონი ლარი შეკრიბა.

This post is also available in: English (ინგლისური)