საქართველო და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს განიხილავენ
(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია 8 მარტს საქართველოს სასაზღვრო ძალების დეპარტამენტის უფროსს ვალერი ჩხაიძეს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების საკითხი განიხილეს. წვრთნები საქართველო-თურქეთის სასაზღვრო მონაკვეთზე 19 მარტს უნდა გაიმართოს. 9 მარტს თურქეთის დლეგაცია თურქეთის მოსაზღვრე სამცხე-ჯავახეთში განლაგებულ ადგილობრივ სასაზღვრო შენაერთს მოინახულებს.
This post is also available in: English (ინგლისური)