საქართველოს უშიშროების მინისტრი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სტუმრობს
(თბილისი, 9 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ექვს დღიან ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. უშიშროების სამინისტროს განცხადებით, ხაბურძანია ამერიკის ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის შემდეგ საქართველოს უშიშროების შეფი ლონდონში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური)