თბილისში ოთხი ავღანელი დააკავეს
(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ დააკავა ოთხი ავღანელი, რომლებიც თბილიში უკანონო იმიგრაციაში იმყოფებოდნენ. უშიშროების სამინისტროს განცხადებით, ისინი აზერბაიჯანიდან თბილიში სამი თვის წინ შემოვიდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, არალეგალური იმიგრანტები ევროპაში აფხაზეთის გავლით აპირებდნენ გადასვლას. გასულ წელს საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ავღანეთის ხუთი მოქალაქე დააკავა. უშიშროების მინისტრის ვალე ხაბურძანიას თქმით, ევეროპაში ისინიც აფხაზეთის გავლით აპირებდნენ გადასვლას.
This post is also available in: English (ინგლისური)