მთავრობა საგადასახადო შემოსავლების მინისტრს აკრიტიკებს
(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 13 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში რიგ დარღვევებს აქვს ადგილი. საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე არ დაეთანხმა ნარჩემაშვილის გამოსვლას და მთავრობას მის მხარდასაჭერად მოუხმო. ძნელაძის განცხადებით, იანვარში და თებერვალში ბიუჯეტი მთლიანად შესრულდა, ამიტომ არავითარ პრეტენზიას მის სამინისტროს მიმართ ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს. მთავრობის სდომაზე პრეზიდენტმა კობა ნარჩემაშვილს მხარი დაუჭირა და ძნელაძეს განუცხადა, რომ ამჟამად მისი სამინისტრო სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულია.
This post is also available in: English (ინგლისური)