რუსეთი პანკისის საკითხისადმი ინდეფერენტული არ არის – ამბობს რუსი მინისტრი
(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ტერორისტები, რომლებსაც წარსულში საშინელი დანაშაული აქვთ ჩადენილი და რომლებიც ჩეჩნეთში მოქმედებდნენ, ახლა საქართველოში იმყოფებიან და, რა თქმა უნდა, ტერორისტული ოპერაციების უამრავი ახალი გეგმა გააჩნიათ”, განაცხადა 13 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, იუწყება პენტაგონის საინფორმაციო სამსახური. მის ამერიკელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ივანოვმა განაცხადა, რომ “ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვისხდეთ და ინდეფერენტულად ვუყუროთ იმას”, რაც რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 10-20 კილომეტრის მოშორებით ხდება. “ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მართლაც აუცილებელია – და ამ საკითხზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ ურთიერთგაგებას”, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური)