შს მინისტრი გატაცებული პირის საქმეს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განიხილავს

(თბილისი, 18 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი დღეს პოლიტიკური პარტია “ერთობა”-ს სპორტულ კომიტეტს ხვდება, რათა მასთან ერთად გატაცებული ლევან კალაძის საქმე განიხილოს.

ლევან კალაძე საფეხბურთო კლუბ “მილანის” მოთამაშე კახა კალაძის ძმაა. ის გასული წლის მაისში გაიტაცეს. სავარაუდოდ, ის საქართველოს დასავლეთში იმყოფება. გამტაცებლები ლევან კალაძის გასათავისუფლებლად გამოსასყიდს ითხოვენ.

გასულ კვირას კახა კალაძემ გამოაქვეყნა განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ, თუ  სამართალდამცველები მის ძმას უახლოეს ხანებში არ გაათავისუფლებენ, ის დატოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა კალაძის ინტერესების დამცველ პოლიტიკურ გაერთიანება “ერთობას” წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)