აფხაზები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას განაახლებენ
(თბილისი, 29 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 29 მარტს გაეროს ხელშეწყობით აფხაზეთმა მოლაპარაკებების ქართულ მხარესთან განახლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. აფხაზეთის მხარის ადრინდელი განცხადებების თანახმად, ისინი ქართულ მხარეს 27 მარტს განხორციელებულ აფეთქებებში სდებდნენ ბრალს. მომხდარი ინცინდენტის გამო აფხაზები ქართულ მხარესთან მოლაპარაკების განახლების წინააღმდეგნი იყვნენ. აფხაზეთის მხრიდან თანხმობა მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელის დიტერ ბოდენის ძალისხმევით მოხდა. ორმხრივ შეხვედრაზე კოდორის ხეობის ზემო ყელიდან ქართული შენაერთების გაყვანის საკითხი განიხილება.
This post is also available in: English (ინგლისური)