ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები კოდორის ხეობის გარშემო
(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს თბილისშ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება, რომელიც კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანაყოფების გაყვანას შეეხება. მოლაპარაკებებს გაეროს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში დიტერ ბოდენი შუამავლობს. მოლაპარაკებების წინა რაუნდი, რომელიც 29 მარტს სოხუმში გაიმართა, პროტოკოლის ხელმოწერის გარეშე დასრულდა. აფხაზური მხარე ითხოვს, რომ პროტოკოლში ჩაიწეროს კოდორის ხეობიდან “ქართული ჯარების” გაყვანა, ქართული მხარე კი მოითხოვს, რომ გამოყენებული იყოს ფრაზა “საქართველოს შეიარაღებული ძალები”, რაც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შეანაერთებს გულისხმობს. აფხაზეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდავის სამინისტროს ძალების გაყვნის შემდეგ თბილისი ხოებაში ქართველ მესაზღვრეებს დატოვებს. დიტერ ბოდენი იმედოვნებს, რომ სამხედრო ძალებს საქართველოს ხელისუფლება ხეობიდან 10 აპრილამდე გამოიყვანს.
This post is also available in: English (ინგლისური)