სომხეთს საქართველოს სამხედრო დელეგაცია სტუმრობს

(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის მეთაურის ჯონი ფინცხალაიშვილის მეთაურობით დღეს ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

ქართული დელეგაცია მის სომეხ კოლეგებსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრს უნდა შეხვდეს.

ვიზიტისას განიხილება ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის დასასრულს ქართველი და სომეხი სამხედრო პირები ერთობლივ პროტოკოლს მოაწერენ ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური)