პარლამენტი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობზე შეთანხმებას განიხილავს
(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტი დღეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას განიხილავს. შეთანხმება ქართულ ჯარში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებას ეხება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ანტიტერორისტულ შენაერთებს ორასამდე სამხედრო ინსტრუქტორი გაწვრთნის. საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტმა შეთანხმება 11 აპრილს დაამტკიცა. გარდა წვრთნისა, შეთანხმება საქართველოსთვის ანტიტერორისტული შენაერთების სათანადო აღჭურვილობით მომარაგებასაც ითვალისწინებს. პროგრამა სულ 64 მილიონი დოლარი ჯდება. ამერიკელ ინსტრუქტორთა პირველი ჯგუფი საქართველოში აპრილის მიწურულს ჩამოვა. პარლამენტი, სავარაუდოდ, შეთანხმებას ერთსულოვნად დაამტკიცებს.
This post is also available in: English (ინგლისური)