ქართული ჯარი გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაშია
(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის ჯარის კოდორის ხეობაში განლაგების გამო ქართული შეიარაღებული ძალები გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაშია. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვითარების შესაბამისად მოქმედება უბრძანა. 8 ვერტმფრენმა რუსეთის სამშვიდობო ძალების რამდენიმე ათეული ჯარისკაცი კოდორის ხეობაში ქართული მხარის გაუფრთხილებლად გადმოსხა. საქართველოს პარლამენტი რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას უწოდებს. მომხდართან დაკავშირებით დეპუტატები სპეციალური განცხადების მომზადებას აპირებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)