შევარდნაძის თქმით, საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია
(თბილისი, 6 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის დაწყება საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობისას გადადგმული ახალი სტრატეგიული ნაბიჯია”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ რადიოინტერვიუში. ედუარდ შევარდნაძის თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარება ანტიტერორისტულ მსოფლიო კოალიციაში საქართველოს ჩართვას გულისხმობს. “ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი რუსეთს, ურჩევნიათ საქართველო ძლიერი იყოს”, აღნიშნა პრეზიდენტმა. 29 აპრილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სპეციალურ ოპერაციათა სამმართველოს ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც დაახლოებით 20 კაცისაგან შედეგება. მისი მიზანია “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ტექნიკური ასპექტები მოაწესრიგოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)