ორი სამინისტრო გაერთიანდა
(თბილისი, 10 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის წინადადება ორი უწყების – ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების გაერთიანების შესახებ.
გადაწყვეტილებას საქართველოს “ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის (სამინისტროების გაერთიანების) შესახებ” 155 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. კვორუმი 88 ხმა იყო.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა შემოსავლებისა და ფინანსთა მინისტრები 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზით.
გაერთიანებული ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატად პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის რადიოინტერვიუში ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი დაასახელა.
გოგიაშვილის კანდიდატურა პარლამენტში ჯერ-ჯერობით ოფიციალურად წარდგენილი არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)