ამომრჩეველთა აქტიურობა იზრდება
(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტიურობა შუადღისათვის გაიზარდა.
დღის 12 საათისათვის ამომრჩეველთა 11%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ცნობით, მონაწილეთა აქტიურობამ იმატა. მათი მოხსენების თანახმად, შუადღისათვის ამომრჩეველთა აქტიურობამ 10%-ს გადააჭარბა.
დილას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი აცხადებდა, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა ძალიან დაბალი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)