ბათუმის მერი გიორგი აბაშიძე ხდება
(თბილისი, 17 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი მონაცემებით, ბათუმში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აჭარის ლიდერის ვაჟმა გიორგი აბაშიძემ გაიმარჯვა.
ამავე მონაცემების თანახმად, “აღორძინება-21-ე საუკუნის” საარჩევნო ბლოკის გარდა, 4% საარჩევნო ბარიერი ვერცერთმა პარტიამ ვერ გადალახა.
16 ივნისს აჭარაში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” და “საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” დამკვირვებლებად არ დაუშვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)