პრეზიდენტი მამალაძის გათავისუფლებას არ აპირებს
(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ აპირებს. საპარლამენტო ფრაქციათა ნაწილმა პრეზიდენტს გავლენიანი რწმუნებულის დათხოვნა მას შემდეგ მოთხოვა, რაც ნათელი გახდა, რომ 2 ივნისს რუსთავის საარჩევნო ბიულეტების გატაცებაში ეჭვმიტანილი მამალაძის დაცვის ყოფილი წევრი იყო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადა, მამალაძის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ბიულეტენების საქმის გამოძიება ბოლომდე დასრულდება. “ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, თუ გადაწყვეტილებას გამოძიების დამთავრებამდე მივიღებ”, აღნიშნა პრეზიდენტმა. რწმუნებულის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ფრაქცია “დემოკრატებმა” და “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის” წამოიწყეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)