ქართულ-ოსური მოლაპარაკებები მოსკოვში
(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 8-9 ივლისს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკოორდინაციო საბჭოს სხომა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შინ დაბრუნების საკითხებს განიხილავენ.
1990-92 წლებში მომხდარი კონფლიქტის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ რეგიონზე კონტროლი დაკარგა. სამშვიდობო პროცესის განვითარების შედეგად ქართულმა მხარემ ქართველებით დასახლებულ რამდენიმე სოფელზე კონტროლი აღადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)