აშშ რუსეთს ეუთოს კრიტიკაში არ ეთანხმება

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 7 სექტემბერი, 2002) – ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლების თავმჯდომარის მოადგილე დუგლას დეივიდსონი რუსეთის მიერ ეუთოს კრიტიკას საქართველო-რუსეთის საზღვრის არაეფექტურად გაკონტროლების შესახებ იზიარებს, თუმცა დასძენს, რომ აშშ “არ ეთანხმება ეუთო-ში რუსეთის დელეგაციის მიერ გამოთქმულ საყვედურებს”.

რუსეთის შეშფოთებას “სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს და განხილულ იქნას”, აღნიშნა დუგლას დეივიდსონმა 5 სექტემბერს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, იუწყება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ეუთოში რუსეთის დელეგაციამ მკაცრად გააკრიტიკა ეუთოს სასაზღვრო მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა და აღნიშნა, რომ წარმომადგენლობა არ არის ნეიტრალური და ის საქართველოს მიერ ჩადენილ დარღვევებზე ხუჭავს თვალს.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხომაზე დეივიდსონმა აღნიშნა, რომ აშშ “აბსოლუტურად უჭერს მხარს” საქართველოში ეუთოს საზღვის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას და მიესალმება “საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის ლაკომბეს ინიციატივას მისიის მუშაობაზე მოხსენების გაკეთების შესახებ”, განაცხადა დეივიდსონმა.

ეუთოს საზღვის მონიტორინგის ჯგუფი 1999 წელს შეიქმნა და საქართველოში ჩეჩნეთის საზღვარზე 81 კილომეტრიანი მთიანი ზოლის გაკონტროლებას ისახავდა მიზნად. 2002 წლის იანვრიდან დამკვირვებლება სამონიტორინგო ზოლი რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკამდე გააფართოვეს.

რუსეთის კრიტიკა მიმართული ეუთოს სასაზღვრო დამკვირვებლებისადმი მოჰყვა ეუთოს შეშფოთებას 23 აგვისტოს საქართველოს ტეროტირიის დაბომბვის გამო, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ეუთოს ხელმძღვენელობამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ამ უკანასკნელი დაბომბვის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ (ჩეჩნეთის მოსაზღვრე) გირევის საპატრულო პუნქტში განლაგებულმა ეუთოს საზღვრის მონიტორინგის ჯგუფმა 23 აგვისტოს დააფიქსირა მრავალი საფრენი საშუალება, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიფრინავდნენ. “თვითმფრინავები მაღალ დონეზე მიფრინავდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დამკვირვებლებმა გაელვება და აფეთქების ხმები დააფიქსირეს”, ნათქვამია ეუთოს 23 აგვისტოს მოხსენებაში.

რუსეთმა უარი განაცხადა საქართველოს წინადადებაზე, რომ 23 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის გამოძიებაში ეუთოს წარმომადგენლებიც ჩარულიყვნენ და ქართველებისთვის მომხდარის გამოძიებაში დახმარების გასაწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 20 ექსპერტი გაგზავნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)