დეპუტატები რუსეთის მუქარის საპასუხო განცხადებას ღებულობენ

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები რუსეთის პრეზიდენტის ულტიმატუმის საპასუხო განცხადებაზე მუშაობენ.

დეპუტატები განცხადების საბოლოო ვარიანტის შემუშავებას დღეს აპირებენ. საპარლამენტო სხდომა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განახლდება. როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, საბჭო პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას ჩამოაყალიბებს.

გუშინ, 11 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან ტერორიზმის საფრთხეზე ისაუბრა. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქართველოში მყოფი ტერორისტებისგან თავის დასაცავად მათზე შეტევის გეგმის შემუშავებას მოსთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)