გიორგი ისაკაძე მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრის პოსტზე წარადგინეს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ 13 ნოემბერს მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატურა უკვე წარედგინა დასამტკიცებლად პარლამენტს.

23 ოქტომბერს შევარდნაძემ მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა მერაბ ჩხენკელი. გათავისუფლების მიზეზი თბილისში მომრავლებული უკანონო მშენებლობები გახდა.

პარლამენტი ასევე აპირებს სახელმწიფო კანცელარიაში შემუშავებული აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის პროექტის განხილვასაც. ეს პროექტი 2002 წლის ბოლოსთვის რამდენიმე სამინისტროს გაუქმებას ითვალისწინებს, მათ შორის მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს გაუქმებასაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)