დავით შენგელია გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” ხელმძღვანელი დავით შენგელია გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ დანიშნა.

“მე ყოველთვის დავუჭერ მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღით ხელში ებრძვიან აფხაზ სეპარატისტებს,” განუცხადა რუსთავი 2-ს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)