შევარდნაძე პრაღაში ნატოს სამიტზე გაემგზავრა

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს დილით პრეზიდენტი შევარდნაძე ჩეხეთის დედაქალაქში გაემგზავრა, სადაც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პრეზიდენტმა ამ ბოლო დროს თავის რამოდენიმე საჯარო გამოსვლაში დააფიქსირა, იგი პრაღაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს.

საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)