რუსეთი არ უნდა ღელავდეს ნატო-ში საქართველოს შესაძლო მიღების გამო – შევარდნაძე
(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთს მღელვარების საფუძველი არ აქვს ნატო-შო საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
“რუსეთს შეშფოთების არანაირი ობიექტური მიზეზი არ აქვს”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 25 ნოემბრის რადიო-ინტერვიუში.
22 ნოემბერს პრაღაში ნატოს სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალურად განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ.
მანამდე რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებისა და ალიანსში ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნების მიღების თაობაზე.
შევარდნაძის თქმით, აქამდე რუსეთს უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდა ნატო-სთან, ვიდრე საქართველოს. ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთიც მონაწილეობს ნატო-ს პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობისთვის”.
შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერირიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საერთო საზღვრების დაცვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)