ახალი პოსტი ეროვნული უშიშროების საბჭოში
(თბილისი, 29 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში ახალი საგანგებო პოსტი შემოიღეს. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, შემოღებულია საბჭოს მდივნის მოადგილის ახალი თანამდებობა სპეაციალურად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხებში.
ამ თანამდებოიბაზე დაინიშნა გიორგი მჟავანაძე, რომელიც მანამდე გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა ელჩის მოადგილედ.
დღეს ერონული უსიშროების საბჭოს ნავთობსადენის თაობაზე უნდა ემსჯელა, მაგრამ როგორც “რუსთავი-2” იტყობინება, ეს საკითხი არ განხილულა.
თბილისში კი გრძელდება კონსულტაციები ნავთობსადენის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმმა” საქართველოს გარემოს დაცვის სამიონისტროს 32 პირობაზე პასუხი უკვე წარუდგინა. სამინისტრომ ოფიციალური ნებართვა მილსადენის საქართველოს მობაკვეტის მშერნებლობასთან დაკავშირებით 30 ნოემბრამდე უნდა გასცეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)