შევარდნაძე მიესალმება ანტიკრიმინალურ ოპერაციას თბილისში

(თბილისი, 9 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში ანტიკრიმინალური ქმედებები მიმართული იყო “სარეგისტრაციო რეჟიმის გამკაცრებაზე” დედაქალაქში, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

6-დან 7 დეკემბრის ღამეს სამართალდამცავმა ორგანოებმა თითების ანაბეჭდების აღების მიზნით მრავალი ჩეჩენი დააკავეს, მათ შორის ქალებიც.

ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და ამტკიცებენ, რომ ჩეჩნები აიყვანეს ყოველგვარი ბრალდების წაყენების გარეშე. ამ ორგანიზაციების აქტივისტები აცხადებენ, რომ ის რაც მოხდა, საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევა იყო.

“თბილისში მცხოვრები ჩეჩნები ამ ქმედებებს გაგებით უნდა მოეკიდონ”, – აღნიშნა შევარდნაძემ დღეს.

მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ საქართველოში მზადდებოდა ტერორისტული აქტები, ამიტომ ანტიტერორისტული ქმედებები აუცილებლობას წარმოადგენდა.

რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ჩეჩენი საველე მეთაურები საპასუხო ქმედებებით იმუქრებოდნენ, თუ საქართველო რუსეთს დაკავებულ ჩეჩნებს გადასცემდა.

“როგორ შეიძლება დაემუქრო ქვეყანას, რომელმაც თავშესაფარი მისცა ათასობით ჩეჩენს. ამჟამდ პანკისის ხეობაში 4000-ზე მეტი ჩეჩენი ცხოვრობს”, – თქვა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)