სამართალდამცავებმა სადი შარიფოვის გვამი აღმოაჩინეს
(თბილისი, 121 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბოლნისი-კაზრეთის გზატკეცილზე რამდენიმე დღის წინ გატაცებული რუსული ენერგოკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ვაგიტ შარიფოვის მამის, 79 წლის სადი შარიფოვის გვამი აღმოაჩინეს.
ეროვნებით აზრებაიჯანელი სადი შარიფოვი 1 დეკემბერს ბოლნისის რაიონში, სოფელ პანტიანში საკუთარი ბინიDან გაიტაცეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლები მის გათავისუფლებაში 400 ათას დოლარს მოითხოვდნენ.
როგორც 12 დეკემბერ “რუსთავი-2”-ის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტ შევარდნაძის პრესმდივანმა კახა იმნაძემ განაცხადა, სამართალდამცავები მომხდარს “უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ”.
იმნაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი “საქართველოს ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ურთიერთობებზე ნეგატიურად არ იმოქმედებს”.
ნოემბრის ბოლოს ტყვარჩელის რაიონში გაიტაცეს რუსეთ-ბელორუსის ნავთობკომპანია “სლავნეფტის” ვიცე-პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას დედა. ოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლებს ჯერ-ჯერობით პირობები არ წამოუყენებიათ.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველოში რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელთა ნათესავებს იტაცებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)