ხელისუფლება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმზე იწყებს მუშაობას

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების მიხედით, საქართველოს ხელისუფლებას მუშაობას იწყებს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმაზე.

როგორც სახელმწიფო კანცელარია იტყობინება რეფორმა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე გაგრძელდება.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეფექტურად მუშაობისათვის.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)