ვახტანგ რჩეულიშვილი მოსკოვში გაემგზავრა

(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი მოსკოვს გაემგზავრა, სადაც პარტია “ედინსტვოს” მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს რჩეულიშვილის პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძემ 13 დეკემბერს იგი თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა ე.წ. “სამხრეთ ოსეთში” კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში.

რჩეულიშვილი, რომელიც ამავე დროს სოციალისტური პარტიის ლიდერიცაა, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდებს.

This post is also available in: English (ინგლისური)