პარლამენტი ვერ იწყებს 2003 წლის ბიუჯეტის განხილვას
(თბილისი, 20 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა 19 დეკემბერს ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას და სხდომათა დარბაზი დატოვეს იმის გამო, რომ პარლამენტმა უარი განაცხადა პრეზიდენტის მიერ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები გააკრიტიკა და პარლამენტისა და მისი თავმჯდომარის დაშანტაჟების მცდელობაში დაადანაშაულა.
დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო სამუშაო დღეა. დღის წესრიგის მიხედვით პარლამენტს 30-მდე საკითხი უნდა განეხილა, მათ შორის 2003 წლის ბიუჯეტის კანონპროექტიც, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო განხილვა ვერ დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)