შევარდნაძე ირანის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა

(თბილისი, 24 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა 23 დეკემბერს კასპიის ზღვის საკითხებში ირანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მეჰდი საფარი მიიღო. შეხვედრაზე რეგიონალური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, ირანის პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის სახელით მეჰდი საფარმა ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში მიიწვია.

შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ და ირანის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს შს და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების ირანში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს. შევარდნაძემ და საფარმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას რეგიონში იარაღითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)