ეუთო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგს აფართოებს
(თბილისი, 24 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) 2003 წლიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტანის მონაკვეთზე მონიტორინგს დაიწყებს.
“ეუთო-მ საქართველოში საზღვრის მონიტორიგის გაფართოებაზე გადაწყვეტილება 19 დეკემბერს მიიღო. მთლიანობაში დამკვირვებელთა რიცხვი 144-მდე გაიზრდება,” განუცხადა 24 დეკემბერს “სივილ ჯორჯიას”, საქართველოში ეუთოს მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფოლკერ იაკუბიმ.
ამჟამად ეუთოს დამკვირვებლები მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მონაკვეთებზე ახორციელებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს შეუიარაღებელი დამკვირვებლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)