თბილისი და ბათუმი საბიუჯეტო პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ
(თბილისი, 25 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ცენტრსა და აჭარას შორის საბიუჯეტო პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური კომისია შეიქმნება. გადაწყვეტილება ამის შესახებ 24 დეკემბერს აჭარაში სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის ვიზიტის დროს იქნა მიღებული.
მოლაპარაკებები ავთანდილ ჯორბენაძესა და ასლან აბაშიძეს შორის 7 საათს გაგრძელდა.
ცენტრალური ხელისუფლება ხშირად ადანაშაულებს აჭარას იმაში, რომ ბათუმიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი არ ირიცხება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)