რუსეთი უკმაყოფილოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით
(თბილისი, 27 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამი დაკავებული ჩეჩენის რუსეთისთვის გადაცემის შეჩერების თაობაზე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება “ასე თუ ისე ხელს უწყობს ტერორისტებს და ხელს უწყობს მათ”.
“ასეთი ქმედებები ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის კისინიოვსი მიღწეულ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა იაკოვენკომ რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
25 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ქართველი მესაზღვრეების მიერ აგვისტოს დასაწყისში სამი დაკავებული ჩეჩენის ადვოკატების საკასაციო საჩივარი და 5 დეკემბერს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი ექსტრადიციის შესახებ უკანონოდ ცნო.
უზენაესმა სასამარტლომ საქმე მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა. ადვოკატებს კვლავ ექნებათ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცივრების უფლება, თუკი გადაწყვეტილება კვლავ ჩეჩნების ექსტრადიციას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)