ზარანდიას მკვლელობა შეიძლება იარაღის კონტრაბანდასთან იყო დაკავშირებული
(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – შსს-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ "საქართველოს პატრიოტთა კავშირის" თანათავმჯდომარის ბადრი ზარანდიას მკვლელობა შესაძლოა იარაღის კონტრაბანდასთან იყო დაკავშირებული. პოლიცია გამორიცხავს ძარცვის ვერსიას.
თუმცა "პატრიოტთა კავსირის" წევრები უარყოფენ აფხაზეთიდან იარაღის კონტრაბანდაში ზარანდიას მონაწილეობას.
ყოფილი პოლიტპატიმარი ბადრი ზარანდია 8 იანვარს ზუგდიდში მოკლეს.
ქართველ სამართალდამცავთა თქმით, პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც ზუგდიდის მაცხოვრებლები არიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)